ირაკლი კობახიძე - უზრუნველყოფილია ის, რაც იყო  40 დეპუტატის მიზანი და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ახალ მოდელს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ახალ საარჩევნო სისტემას მხარს საკონსტიტუციო უმრავლესობა დაუჭერს.

მისი განმარტებით, აღნიშნული სისტემა ყველა მხარის ინტერესებს აკმაყოფილებს და ამასთანავე არის იმის გარანტია, რომ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს ძალიან მყარ და სტაბილურ უმრავლესობას მომდევნო პარლამენტში. აქედან გამომდინარე, კობახიძის თქმით, მას მხარს ის 40 მაჟორიტარი დეპუტატიც დაუჭერს, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე უარი თქვეს.

„ჩვენ გვქონდა განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, შედგა დისკუსია და მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ აუცილებლად იქნება კონსტიტუციური უმრავლესობა შეკრებილი. სწორედ ის იყო მთავარი მიღწევა ამ მოდელის, რომ ამ შემთხვევაში, თანაბრად არის დაცული სხვადასხვა მხარის ინტერესები, მათ შორის, ჩვენი უმრავლესობის წევრების, მაჟორიტარი დეპუტატების ინტერესები და ასევე ეს არის ოპოზიციური პარტიების, მცირე თუ საშუალო პოლიტიკური პარტიების ინტერესები. ყველას ინტერესები არის ამ მოდელში წარმოდგენილი და ზუსტად ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოგროვდება ამ მოდელის გარშემო. 40 დეპუტატის მოთხოვნა იყო შემდეგი, რომ მაჟორიტარიზმის პრინციპი ყოფილიყო შენარჩუნებული და უზრუნველყოფილი ყოფილიყო სტაბილური მთავრობისა და სტაბილური საპარალამენტო უმრავლესობის ფორმირება. ეს მოდელი იძლევა სწორედ ამის საშუალებას, ერთი მხრივ, შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა და მეორე მხრივ არის იმის გარანტია, რომ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს ძალიან მყარ და სტაბილურ უმრავლესობას მომდევნო პარლამენტში.

ეს არის უზრუნველყოფილი, რაც იყო ამ 40 დეპუტატის მიზანი და შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ახალ მოდელს,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა