გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოსტი თეიმურაზ ნაჭყებიამ დაიკავა. მანამდე თეიმურაზ ნაჭყებია საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი იყო.

თეიმურაზ ნაჭყებიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. ბოლო წლებში მას საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციები ეკავა.

ასევე უწყებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელის თანამდებობა რევაზ ბაღაშვილმა დაიკავა. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე, რევაზ ბაღაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა