ნინო წილოსანი - პოლიტიკური კრიზისის შექმნის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი - მყარი არგუმენტებია, რაც გვაძლევს საშუალებას, წარმოდგენილ მოდელს მხარი დავუჭიროთ

პოლიტიკური კრიზისის შექმნის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარმა ნინო წილოსანმა „ინტერპრესნიუსს" საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით განუცხადა. წილოსანის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტს ის მხარს დაუჭერს, რადგან ყველა მნიშვნელოვანი წინაპირობა დაკმაყოფილებულია.

მისივე განცხადებით, შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია ისიც, რომ 2024 წლამდე არცერთი არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება.

„უმთავრესი წინაპირობა, რაც ყველას გვაქვს კონსტიტუციური ცვლილების მხარდაჭერისთვის არის ის, რომ ყველა არგუმენტი დაკმაყოფილებულია, რის გამოც მაშინ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ დავუჭირეთ მხარი. ერთი, რომ შერეული სისტემით ჩატარდება არჩევნები, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეებს ეყოლებათ პირდაპირ არჩეული წარმომადგენლები პარლამენტში, რაც ჩემთვის და ბევრი ჩემი კოლეგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ არ შეიქმნება პოლიტიკური კრიზისი. პროპორციული არჩევნების შემთხვევაში თუ 50%-ზე მეტი მხარდაჭერა იქნებოდა საჭირო მთავრობის დაკომპლექტებისთვის, ამ შემთხვევაში 40%-ზე მეტი მხარდაჭერის მქონე პარტიას ექნება მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა. ეს გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური კრიზისის შექმნის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ამასთანავე, შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ 2024 წლამდე არცერთი რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება პროპორციული სისტემით. ეს გულისხმობს იმას, რომ დიდი საპროტესტო აქციების ხელოვნურად მოწყობას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, აზრი არ ექნება. ეს არის ძალიან მყარი არგუმენტები, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ დღეს წარმოდგენილ მოდელს მხარი დავუჭიროთ,"- განაცხადა წილოსანმა.

მისივე თქმით, მაჟორიტარების რაოდენობის შემცირებით ოლქები იზრდება, რაც მაჟორიტარის შემდგომ მუშაობას გარკვეულწილად გაართულებს.

„ის, რომ ოლქები გამსხვილდება, რეალურად იქნება გარკვეული დისკომფორტი თუნდაც მაჟორიტარის შემდგომი მუშაობისთვის. დამატებითი მობილიზაცია იქნება საჭირო, რომ მაქსიმალური კონტაქტი ჰქონდეს მოსახლეობასთან, თუმცა ვფიქრობ 30-ის შემთხვევაშიც შესაძლებელია, მაჟორიტარმა მასზე დაკისრებული საქმიანობა განახორციელოს,"- აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუშინ შეთანხმდა. ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები შემდეგი პრინციპით ჩატარდება: 120/30-ზე, რაც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს ითვალისწინებს; გარდა ამისა, საარჩევნო ბარიერი 1% იქნება, ასევე მემორანდუმის თანახმად წესდება 40%-იანი ჩამკეტი, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, პარლამენტში უმრავლესობას ვერ მიიღებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

მემორანდუმის თანახმად, 2020-დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით.

შეგახსენებთ, ნინო წილოსანი ერთ-ერთი იყო, რომელმაც თავის დროზე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა