გრიგოლ ვაშაძე - საუბარი იყო კონკრეტულ გვარებზე, ვინც საპატიმრო უნდა დატოვოს და ხელისუფლება ამბობს იმას, რაც ხელისუფლებამ უნდა ილაპარაკოს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან შეხვედრაზე იყო იმ კონკრეტულ გვარებზე საუბარი, ვინც საპატიმრო უნდა დატოვოს და „ხელისუფლება ამბობს იმას, რაც ხელისუფლებამ უნდა ილაპარაკოს შექმნილ ვითარებაში“.

„იყო კონკრეტულ გვარებზეც საუბარი, რომლებმაც უნდა დატოვონ საპყრობილე და რომლის საქმეებიც უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ ისინი არიან პოლიტმოტივირებულები. ხელისუფლება ამბობს იმას, რაც ხელისუფლებამ უნდა ილაპარაკოს შექმნილ ვითარებაში, ოპოზიცია ამბობს იმას, რაც ოპოზიციამ უნდა ილაპარაკოს, საქართველოს მოქალაქე და საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ აკვირდება იმას, რამდენად პატიოსნად შეასრულებს ორივე მხარე აღებულ ვალდებულებებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპიზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე მომავალ მოქმედებებზე იმსჯელებენ და ამასთან, დააკვირდებიან, რამდენად ზედმიწევნით შეასრულებს ხელისუფლება შეთანხმების პირობებს.

„დღეს ჩვენ გვაქვს ერთი საქმე გასაკეთებელი, ეს არის ის, რომ ამ შეთანხმებაზე დანარჩენმა პარტიებმა სურვილის მიხედვით ან უნდა მოაწერონ ხელი ან არ უნდა მოაწერონ. ჩვენ ეს ორი ხელმოწერილი დოკუმენტი უნდა გადავცეთ ევროკავშირის მისიას, სადაც ამ დოკუმენტებს შეინახავენ. ეს არის პირველი საკითხი.

მეორე საკითხი იქნება ის, რომ დავგეგმოთ ჩვენი მოქმედებები მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, როგორი იქნება საარჩევნო სისტემა და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, დავაკვირდეთ იმას, რამდენად სკურპულოზურად შეასრულებს ხელისუფლება შეთანხმების თავის ნაწილს“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება საერთო მაჟორიტარების საკითხს, ვაშაძე ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რათა „ოპოზიციის რაც შეიძლება ფართო ფრონტი იყოს შენარჩუნებული საერთო მაჟორიტარების დაყენების ჩათვლით“.

ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე, 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა