სალომე სამადაშვილი - ჩვენ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ივანიშვილმა გადაწყვეტილება შეცვალოს

ჩვენი მხრიდან სრულიად კონსტრუქციული მიდგომაა, რომ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ამისთვის ყველა პირობა უნდა შესრულდეს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან გუშინ გაფორმებულ მემორანდუმებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუ შეთანხმება დაიღვევა, საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია ხისტი იქნება.

„ჩვენ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ივანიშვილმა შეცვალოს გადაწყვეტილება, რადგან გვინახავს მსგავსი შემთხვევა, როცა დაპირებული პროპორციული სისტემა ჩავარდა კენჭისყრის დღეს. თუ ვინმე იფიქრებს, რომ დაპირებული ცვლილებები არ განხორციელდეს, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია ხისტი და მკვეთრი იქნება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. იმედია, ხელისუფლება საღ აზრს გამოიჩენს და დაპირებას შეასრულებს. შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის შედგა, ორ კომპონენტს ეფუძნებოდა - საარჩევნო ცვლილების შეცვლას და კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებას, ასევე პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნის პროცესის შეჩერებას. თუ ამ ორი პირობიდან რომელიმე დაირღვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება არ შედგა. შეთანხმება შემდგარად ვერ ჩაითვლება, ვიდრე პარლამენტში კენჭისყრა არ ჩატარდება და მასში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია და ხელისუფლება,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური დევნის ნაწილს რაც შეეხება, ყველაფერი საერთაშორისო მედიატორების თანამონაწილეობის პირობებში დაფიქსირდა და ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რა საქმეებზეა საუბარი.

"ხელისუფლება თუ პირობას დაარღვევს, რაც თავად დადო, ცხადია, გართულდება საუბარი შეთანხმებაზე. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რა საქმეებზეა საუბარი, რადგან ეს ყველაფერი დაფიქსირებული იყო საერთაშორისო მედიატორების თანამონაწილეობის პირობებში. შეთანხმება არის ერთი პაკეტი. "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციაა, რომ შეთანხმება არის ერთი პაკეტი, რომელიც უნდა შესრულდეს და ამ პირობებში მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც შეთანხმდა. შეთანხმება შედგება გარკვეული კომპონენტებისგან. ყველა ეს კომპონენტი თანაბრად მნიშვნელოვანია. ვიდრე ყველა ამ კომპონენტზე პროგრესს არ დავინახავთ, საუბარი იმაზე, რომ შეთანხმება შედგა, ჯერ ადრეა, თუმცა ჩვენი მხრიდან სრულიად კონსტრუქციული მიდგომაა, რომ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ამისთვის ყველა პირობა უნდა შესრულდეს, რაც ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო. თუ ეს პირობები დაირღვევა, ამით ხელისუფლება უფრო სერიოზულად დაზიანდება, ვიდრე ოპოზიცია,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა