ნინო ბურჯანაძე - შევეცდებით, მაჟორიტარულ ოლქებში საზოგადოებისთვის მისაღები კანდიდატურები დავაყენოთ - მინიმუმ, ერთმანეთს კონკურენტულ რეჟიმში არ დავუპირისპირდებით

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი არ არის, რომ აბსოლუტურად ყველა მაჟორიტარ კანდიდატზე შეთანხმდეს.

როგორც ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეიძლება იყოს ოლქები, სადაც რომელიმე პარტიისთვის მიუღებელი იყოს კანდიდატურა.

“მინდა სწორდ გაიგოთ, რომ მერე არ იყოს გაუგებრობა. ჩვენ ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული, რადგან არ ვიცოდით, რამდენი მაჟორიტარული ოლქი იქნებოდა. გარდა ამისა, არ არის თვითმიზანი, რომ აბსოლუტურად ყველა ოლქზე შევთანხმდეთ. ეს სასურველია, მაგრამ შეიძლება იყოს ოლქები, სადაც პიროვნულად ძალიან მიუღებელი იყოს რომელიმე პარტიისთვის კანდიდატურა. ჩვენ შევეცდებით, რომ საზოგადოებისთვის მაქსიმალურად მისაღები ადამიანები იყვნენ დაყენებული. თუ არ იქნება პირდაპირი მხარდაჭერა, შეთანხმებული ვართ, რომ მინიმუმ შევეცდებით, ერთმანეთს კონკურენტულ რეჟიმში არ დავუპირისპირდეთ, რომ ამით ხელისუფლებამ მაჟორიტარული ადგილები არ წაიღოს. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლოს ხელისუფლების უზურპაცია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყნის ინტერესი უზენაესია, ყველამ გვერდით უნდა გადადოს სიმპათიები.

„ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ ადამიანებს, რომლებიც „ფეისბუქზე“ გვაკრიტიკებდნენ მეც და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს იმის გამო, რომ ერთმანეთის გვერდით დავსხედით. შევიგნოთ, რომ როდესაც ქვეყნის ინტერესი არის უზენაესი, ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენი სიმპათიები და ანტიპათიები და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა - რომ არა ეს უპრეცედენტო ერთობა სრულიად განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისიპირებული ადამიანებისა, ის გამარჯვება, რომელიც გუშინ იქნა მოპოვებული, არ იქნებოდა. მე არ ვიტყოდი, რომ ეს მარტო ჩვენი გამარჯვებაა. ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯია და ეს არის ქვეყნის გამარჯვება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე, 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა