თებერვალში FAO-ს ფასების ინდექსი კორონავირუსის გამო შემცირდა

თებერვლის თვეში FAO-ს ფასების ინდექსი კორონავირუსის გამო შემცირდა. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ FAO-დან აცნობეს, ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - თებერვალში 4 თვიანი უწყვეტი ციკლის შემდგომ პირველად, 1%-ით შემცირდა და 180 ქულა შეადგინა, რაც 8.1%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ფასების შემცირების მიზეზი კი კორონავირუსით გამოწეული მოლოდინები იყო, რომლის თანახმადაც, ეპიდემიას შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით შეემცირებინა მოთხოვნა სავაჭრო პროდუქტებზე.

„თებერვალში, მცენარეულ ზეთზე ფასების 10%-ით შემცირების მთავარ მიზეზად, ერთი მხრივ, კორონავირუსით გამოწვეული მოლოდინები სახელდება, ხოლო მეორეს მხრივ, ფასის შემცირებას ხელი შეუწყო ინდოეთის მხრიდან მცენარეულ ზეთზე მოთხოვნის კლებამ.

0.9%-ით შემცირდა FAO-ს მარცვლეულის ფასებიც. სხვა მარცვლეულ კულტურებთან შედარებით, თებერვალში ყველაზე დაბალი ფასი ხორბალზე დაფიქსირდა, რაც კულტურის უხვი საბაზრო მარაგებით იყო განპირობებული. მეცხოველეობის სექტორში შემცირებული მოთხოვნის გამო, იკლო სიმინდის ფასების ინდექსმა. ხორბლისა და სიმინდისგან განსხვავებით, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში გაზრდილი მოთხოვნის გამო, გაიზარდა ბრინჯის ფასების ინდექსი.

სამომხმარებლო კალათის სხვა პროდუქტებთან შედარებით, თებერვლის თვეში 2%-ით შემცირდა ხორცის ფასების ინდექსი, რაც, ძირითადად ჩინეთში შემცირებული იმპორტითა და ახალ ზელანდიაში პროდუქტის დიდი მარაგებით იყო განპირობებული.

4.6%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რაც ავსტრალიაში ნედლის რძის მარაგის სიმცირით იყო გამოწვეული. ნედლი რძისა და რძის პროდუქტებისგან განსხვავებით, შემცირებულია რძის ფხვნილის ფასები, რისი მიზეზიც, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში არსებული საწარმოო პრობლემებით იყო.

იანვრის თვესთან შედარებით 4.5%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი, რაც ინდოეთსა და ტაილანდში წარმოების შემცირებამ და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო