დავით ბაქრაძე - ვადასტურებ, რომ დიახ, იყო საუბარი კონკრეტულ გვარებზე - ჩვენი ამოცანაა, შეთანხმება შესრულდეს და ამ ადამიანებმა საპატიმროები ერთი თვის ვადაში დატოვონ

მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ დიახ, იყო საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე და კონკრეტულ გვარებზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის გუშინ მიღწეული შეთანხმების ერთი ნაწილია საარჩევნო სისტემა, ხოლო მეორე პოლიტიკური კლიმატის ნორმალიზაცია, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, აქედან რომელიმე ნაწილის არ შესრულება კი მთლიანად შეთანხმების არშესრულებას ნიშნავს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონია მოლოდინი, რომ დღეს დილიდან „ქართული ოცნება“ აღიარებდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მიდის და პოლიტიკური პატიმრები არსებობენ და ამის აღიარება ჩვენი ამოცანა არცაა, სწორედ ამიტომ წერია დოკუმენტში, რომ ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ შეფასებაზე, მაგრამ ვთანხმდებით შედეგზე და შედეგი არის კონკრეტული ადამიანების გამოსვლა ციხიდან.

მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ დიახ, იყო საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე და კონკრეტულ გვარებზე, ეს „ქართულმა ოცნებამაც“ და რაც მთავარია იმ ელჩებმა, საერთაშორისო ფასილიტატორებმა დაადასტურეს, ვისაც ეს პროცესი მიჰყავდათ. ამიტომ თუ ამით „ქართულ ოცნებას“ გაუადვილდება საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობა, კი ბატონო, ისაუბრონ, რომ არაფერზე საუბარი არ ყოფილა და ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. ჩვენი ამოცანაა, შეთანხმება შესრულდეს და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში კონკრეტულმა ადამიანებმა, ვისზეც ამ პროცესში საუბარი იყო, საპატიმროები დატოვონ“, - აცხადებს ბაქრაძე.

მისივე თქმით, რაც შეეხება კონკრეტული პატიმრების შეწყალების საკითხს, ეს მოგვარებადია და არსებობს პრეცედენტები, როდესაც პრეზიდენტს ოჯახის წევრი ან ადვოკატი მიმართავს პატიმრის შეწყალების თხოვნით.

"იმ განცხადებაში, რომელსაც "ქართული ოცნება" ხელს აწერს, ნახსენებია პრეზიდენტი და მისი კონსტიტუციური უფლებები და ეს გაკეთებულია იმიტომ, რომ პრეზიდენტმა თავისი უფლება გამოიყენოს და განმუხტოს კრიზისი უგულავას შეწყალებით“, -აცხადებს ბაქრაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა