გიორგი ვაშაძე - ბატონო კობახიძე, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, ასე მოკლე ფეხები ექნება თქვენს ტყუილს, რომელსაც ახლა კადრულობთ

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა, რომ დოკუმენტში იმ პატიმრების გვარების მოხსენიება, ვინც უნდა გათავისუფლდეს, არ მომხდარიყო, თუმცა „ოთხ კონკრეტულ გვარზე იყო საუბარი“.

როგორც ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პატიმრების საკითხს ეხება, ამ პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობის შესახებაც წერია.

„ხელში მიჭირავს ორი დოკუმენტი, რომელსაც მოეწერა ხელი. ერთი ეს არის შეთანხმების დოკუმენტი, მეორე ეს არის ერთობლივი განცხადება. ერთი ეხება საარჩევნო სისტემაში შეთანხმებას. საერთო განცხადება ეხება სწორედ პატიმრების საკითხს, ამიტომ ამ დოკუმენტის ბოლო წინადადება ეხება პრეზიდენტის მონაწილეობას ამ პროცესში. ჩვენი შეთანხმების შესაბამისად, ოთხი ადამიანი, ვინც დღეს იმყოფება პატიმრობაში, უნდა იყოს თავისუფალი. როგორ იქნება, რა მექანიზმით, ამას უახლოეს პერიოდში ვნახავთ.

მინდა მივმართო ბატონ კობახიძეს, რომ ბატონო კობახიძე, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, 110/40-ზეც ამბობდით, რომ თითქოს ვიღაც ტყუოდა, არადა აღმოჩნდა, რომ სიმართლე იყო. ასევე მოკლე ფეხები ექნება თქვენს ტყუილს, რომელსაც ახლა თქვენ კადრულობთ და ჩემზე ამბობთ, რომ როდესმე მოვიტყუე. ყოველთვის ვსაუბრობ სიმართლეს, დოკუმენტებით გამყარებულს. არასდროს არ გავბედავ თქვენგან განსხვავებით, რომ ამომრჩეველი მოვატყუო. თუ ამ ორი დოკუმენტის რომელიმე ნაწილი არ შესრულდება, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება არაა მიღწეული. ამ შეთანხმებას ესწრებოდნენ ფასილიტატორები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ძალიან კარგად იციან, რაზე შევთანხმდით. იყო შეთანხმება, რომ სახელები და გვარები მოხსენიებული არ ყოფილიყო, შინაარსი ძალიან კარგად გვესმის, რა არის ამ კუთხით. კონკრეტულ გვარებზე საუბარი იყო 20 ივნისის შემდეგ. საუბარი ეხებოდა 4 კონკრეტულ გვარს და ამ ოთხ კონკრეტულ გვარზე მოხდა შეთანხმება და საუბარი. გავა დრო და ეს ადამიანები იქნებიან თავისუფლები და თვითონვე ჩაიგდებენ უხერხულ მდგომარეობაში თავს. მითუმეტეს, არცერთ შემთხვევაში არ ავიტან ამ მატყუარა კობახიძისგან ჩემ მიმართ რაიმე პრეტენზიას, რადგან 110/40-ზეც ასე საუბრობდა, ორ დღეში გამოვიდა და თვითონ თქვეს, რომ დიახ, 110/40-ზე ვთავაზობთო“,- განაცხადა ვაშაძემ.

არლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის რაც მოხდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას და ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები, მათ შორის გიორგი ვაშაძე საზოგადოებას ატყუებენ.

“გიორგი ვაშაძემ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე იყო საუბარი - ზოგადად, ის ხშირად იტყუება, ეს მისი სტილია”, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს