ევროკავშირი და FAO ფერმერებისთვის ხეხილის ბაღის გასხვლის ტრენინგებს ატარებენ

გორის მუნიციპალიტეტში ფერმერებმა სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში ხეხილისა და თხილის ბაღის გასხვლის ტექნიკა შეისწავლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან (FAO) აცნობეს, ღონისძიება მათი ორგანიზებით ჩატარდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის - „ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ - ფარგლებში.

FAO-ს ინფორმაციით, ტრენინგი სწავლების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. მონაწილეებმა გასხვლის ტრენინგის პრაქტიკული მოდულები სოფელ ღველეთში მდებარე ვაშლის, მსხლისა და ბლის ბაღებში გაიარეს. ფერმერებს კონკრეტული რჩევები მიეცათ, არასწორი სხვლის ტექნიკების თავიდან ასაცილებლად, რაც ხშირად ხდება მოსავლის რაოდენობისა და შემოსავლის შემცირების მიზეზი.

ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. FAO-ს პროექტების კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა აღნიშნა, რომ FAO და ევროკავშირი კვლავ გააგრძელებენ ქართველი ფერმერების, მწარმოებლებისა და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სპეციალისტების მხარდაჭერას ტრენინგებით, სემინარებითა და სხვადასხვა პუბლიკააციებით, რათა გაღრმავდეს მათი ცოდნა და გაუმჯობესდეს სამეურნეო სისტემები.

ცნობისთვის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროექტი საქართველოს ბიზნესის უფრო ფართო ხელშეწყობის EU4Business ნაწილია, რომლის ფარგლებში ევროკავშირი ხელს უწყობს ქართულ მეწარმეობას, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა