ნიკა მელია - ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, რომ გაათავისუფლოს უგულავაც, ოქრუაშვილიც, რურუაც, თამლიანიც

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, მოლაპარაკებები, რომლებიც არაერთ რაუნდს გულისხმობდა, ძირითადად პოლიტიკურ დევნილებსა და პოლიტიკურ პატიმრებს ეხებოდა, და „საუბარი იწყებოდა და სრულდებოდა მათთან დაკავშირებით“.

მელიას განმარტებით, ვითარების ნორმალიზება ვერ მოხდება თუ არ შეჩერდება დევნა და არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები.

„პირდაპირ გეტყვით, მოლაპარაკებები, რომლებიც გულისხმობდა არაერთ რაუნდს ძირითადად, რა თქმა უნდა, ეხებოდა პოლიტიკურ დევნილებს და პოლიტიკურ პატიმრებს. საუბარი იწყებოდა და სრულდებოდა მათთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ კონკრეტულ ორ დოკუმეტში არც იწერებოდა და არც ჩაიწერება კონკრეტული გვარები ვინ უნდა გათავისუფლდეს. მინიშნება გაკეთებულია. ვითარების ნორმალიზება ვერ მოხდება თუ არ შეჩერდება დევნა და არ გათავისუფლდება პატიმრები. ანუ თუ არ სრულდება პოლიტიკური პატიმრებისა და დევნის მიმართ შეთანხმება, ვერ სრულდება მეორე კომპნენტი. ჩვენ ხელი ერთმანეთს ჩამოვართვით. ხელისუფლებაში არიან ისინი და მათ აქვთ ბერკეტი, რომ გაათავისუფლონ უგულავაც, ოქრუაშვილიც, რურუაც, თამლიანიც ისევე, როგორც გაათავისუფლეს რამდენიმე დღის წინ კობა კოშაძე, რაც ნამდვილად მისასალმებელია და ამის შემდეგ ყველანი ერთად გავიდეთ ველზე, ნახავს „ქართული ოცნება“ და დანარჩენი ოპოზიციაც ვის რამდენი მხარდამჭერი ჰყავს, ვის რა ნდობა აქვს და ეს ყველაფერი აისახება კონკრეტული არჩევნების დღეს ოქტომბრის თვეში“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა