ათეა - თამარ ტალიაშვილმა საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციისთვის საერთაშორისო პლატფორმა კიდევ ერთხელ გამოიყენა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი, გაერო-ს ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში „power2her“ ჩაერთო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილი კამპანიაში ევროსაბჭოს კონგრესის (Congress of the CoE), ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR), ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმისა (PLATFORMA) და ათეა-ს (NALAG) სახელით ჩაერთო.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაციაში აცხადებენ, თამარ ტალიაშვილის მიმართვა ქალთა უფლებების დაცვის თანასწორობის მიღწევისა და მსოფლიო გლობალური გამოწვევების ფონზე ქალთა განსაკუთრებულ როლს შეეხებოდა.

მან, საქართველოს ოკუპაციის საკითხის ხაზგასასმელად, საერთაშორისო მედია პლატფორმა კიდევ ერთხელ გამოიყენა და ვიდეო მიმართვა ჩაწერა, რომელსაც ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) საკუთარ სოციალურ ქსელში „ტვიტერი“ აქვეყნებს.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაციაციის ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილი, ასევე ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა