ადვოკატი - გიგი უგულავას აღიარება სავალდებულო არ არის, ასეთი ჩანაწერი კანონმდებლობაში არაა - რომელ აღიარებაზეა ლაპარაკი,  როდესაც საქმე პოლიტიკურ პატიმართან გვაქვს?

გიგი უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, კანონმდებლობაში შეწყალების წინაპირობისთვის არანაირი დათქმა არ არის.

როგორც ბასილაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრიასას განაცხადა, კანონდებლობაში არ არის არანაირი ჩანაწერი, რომელიც შეწყალებისთვის გიგი უგულავას მხრიდან ბრალის აღიარებას მოითხოვს.

„რომელ აღიარებაზეა ლაპარაკი, როდესაც საქმე პოლიტიკურ პატიმართან გვაქვს? არ დარჩა არავინ, ვისაც იურისპუდენციასთან ან პოლიტიკასთან რაიმე შეხება აქვს და არ აღიარებს, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური. შეთანხმების დოკუმენტში ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკურ პროცესებში, მკაფიო დათქმაა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში პოლტიკური დევნა უნდა შეწყდეს. გიგი უგულავა, რომ პოლიტიკურად დევნილი პირია და მისი პატიმრობა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ამაზე ფაქტობრივად საყოველთაო კონსენსუსი არსებობს. შესაბამისად, ხელისუფლება რა ბერკეტს გამოიყენებს და რომელ საკანონმდებლო ჩანაწერს გამოიყენებს მისი გათავისუფლებისთვის, ეს ხელისუფლების საქმეა. რაც შეეხება პრეზიდენტის შეწყალების ინსტრუმენტს, ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის უფლებამოსილება არის საკმაოდ ფართო და მას შეუძლია გადაწყვიტოს ისე, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. ეს ცალსახად მისი დისკრეციული უფლებაა. კანონდებლობაში არ არის არანაირი დათქმა შეწყალების წინაპირობისთვის. გიგი უგულავას აღიარება სავალდებულო არ არის, ასეთი ჩანაწერი კანონმდებლობაში არ არის“, - განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს.

როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ უგულავას გასათავისუფლებლად „პრეზიდენტის ინსტიტუციის მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს“.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებაში საუბარია ასევე, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის საკითხზეც, რომელთა გასათავისუფლებლად სხვა მექანიზმი უნდა ამოქმედდეს, მათ შორის შესაძლოა, ეს იყოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა