გიორგი მარგველაშვილი - ქართული დემოკრატია დღეიდან ბევრად უფრო ძლიერ საფუძველზე დგას

მიმაჩნია, რომ ქართული დემოკრატია დღეიდან ბევრად უფრო ძლიერ საფუძველზე დგას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ლეიბორისტული პარტიის " ოფისში განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს „ბრძოლის ბოლომდე მიყვანისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თქვენი ძალიან პრინციპული ბრძოლით, უნარით, რომ გადალახოთ ბევრი წინააღმდეგობა, მიზნისკენ სწრაფვით, დიდი კვალიფიკაციით, რომელიც ამ ოთახში იყრიდა და იყრის თავს, მიაღწიეთ იმას, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულები სანატრელი იყო. ამას მიაღწიეთ ურთულეს ვითარებაში. მე ასევე მადლობა მინდა ვუთხრა იმ სამოქალაქო აქტივისტებს, ვინც ეს ბრძოლა დაიწყეს და ძალიან პრინციპულად აწარმოეს. მიმაჩნია, რომ ქართული დემოკრატია დღეიდან ბევრად უფრო ძლიერ საფუძველზე დგას... ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარეთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, განვითარების შესაძლებლობას და ამისთვის მოვედი, რომ მრავალკვირიანი და რამდენიმეთვიანი ბრძოლისთვის, რომელიც აქედან წარმოებდა და წარმომიდგენია, რამდენი საკითხი იყო მიმართული იქეთკენ, რომ ეს ბრძოლა და ერთობა შესუსტებულიყო, მადლობა გადაგიხადოთ - არცერთი არ დანებდა და ძალიან მტკიცედ მიიყვანეთ თქვენი საბრძოლველი ბოლომდე. გულითადად ვუერთდები თქვენს თანამშრომლობას“,-მიმართა მარგველაშვილმა შეკრებილ ოპოზიციურ ლიდერებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა