გიორგი მარგველაშვილი - მე ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს.

როგორც მარგველაშვილმა ოპიზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას უფრო გლობალურ პროცესებში უნდა წვლილის შეტანა.

„მე არ განმიხილავს მაჟორიტარად კენჭისყრა. რა თქმა უნდა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ამ პარტიების მიერ საუბარი იქნება. არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ნამდვილად შევეცდები, რომ შევმატო. რა სტატუსით და რა ფორმით, ამაზე ვმუშაობ. ჩემი მიზანია, რომ საქართველოში შედგეს მრავალპარტიული დემოკრატია. არ შეიძლება საქართველო წლების განმავლობაში მოძრაობდეს რაღაც გაუგებარი დაპირისპირების ფონზე, ერთმანეთის წინააღმდეგობით იყოს პოლიტიკური პროცესი განპირობებული და არა რაღაც მიზნისთვის. ესაა ჩემი მიზანი, როგორ მივაღწევ, ამას ვნახავთ.

მჯერა, რომ ოპოზიციური ერთობა ჩამოყალიბდება მაჟრიტარობაზე. მე ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად, მე მინდა უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო ის დეტალები, რომელზეც მქონდა საუბარი. მე რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი ნიშნავს, რომ იმ უბანში ვიქნები ჩაკეტილი“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს