არჩილ თალაკვაძე შვედეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლიეტუვას და ლატვიის ელჩებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შვედეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლიეტუვას და ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.

შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩებთან პარლამენტის პრიორიტეტებზე და მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის ოპოზიციასთან მიღწეულ შეთანხმებაზე და შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს მიღწევების კონსოლიდაციას და საქართველოს გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფას.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის წევრ ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურა“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა