ნატო-ს შტაბ-ბინაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბრიუსელის ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პირი, რომლის ანალიზიც ვირუსზე დადებითი იყო, იტალიიდან ბრიუსელში გასულ კვირას დაბრუნდა.

„პასუხის მიღებიდან რამდენიმე წუთში, ინფორმაცია კოლეგებს ეცნობათ. გასული კვირის ბოლოდან ისინი სახლიდან მუშაობენ და ასე განაგრძობენ. ნატო-ს შტაბბინის თანამშრომლები ინფორმირებულნი არიან. ნატო განაგრძობს დაკვირვებას მდგომარეობაზე და მოვლენების განვითარების პარალელურად მიიღებს აუცილებელ ზომებს“,-წერია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს