დავით ზალკალიანის განცხადებით, იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჯერ რომში, რომიდან კი საქართველოში ჩამოიყვანენ

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, იტალიაში, სხვადასხვა ქალაქში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჯერ რომში, რომიდან კი საქართველოში ჩამოიყვანენ.

როგორც დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სახელმწიფოს ხარჯით, მოქალაქეებს უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ.

„იტალიაში საქართველოს საელჩოში დამატებით ამოქმედდა 4 ცხელი ხაზი, იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის იდენტიფიცირება მომხდარიყო, რომელთაც უახლოესი ორი კვირის ბილეთები ჰქონდათ. პროცესი უკვე დასრულებულია. საელჩოში იმ ადამიანები სია არსებობს, რომლებიც იტალიის სხვადასხვა ქალაქში იმყოფებოდნენ და ჰქონდათ საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთები. მოხდება მათი ორგანიზებული ჩამოყვანა რომში, რადგანაც რეისი განხორციელდება რომიდან. საქართველოს საელჩო რომში მუშაობს იმისთვის, რომ ისინი ორგანიზებულად ჩამოიყვანონ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მათი რომიდან საქართველოში დაბრუნება და ამას ყველაფერს სახელმწიფო უზრუნველყოფს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველომ ჩინეთისა და ირანის შემდეგ, იტალიასთან ფრენები შეაჩერა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა