გიორგი მარგველაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი ავტორიტეტი ჩამოაყალიბა თავის თავზე, რომ სიტყვაზე ვერ ენდობი

„ქართულმა ოცნებამ“ ისეთი ავტორიტეტი ჩამოაყალიბა თავის თავზე, რომ სიტყვაზე ვერ ენდობი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რა მნიშვნელობისაა კონკრეტული პატიმრების გათავისუფლება წინასაარჩევნო გარემოსთვის, მარგველაშვილი ამბობს, რომ გარემო, სადაც პერიოდულად პოლიტიკოსებს იჭერენ და მათზე საქმეს აღძრავენ, ავტორიტარულია.

„სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი ავტორიტეტი ჩამოაყალიბა თავის თავზე, რომ სიტყვაზე ვერ ენდობი, სამარცხვინოა ამის თქმა, მაგრამ ამის თქმა შემიძლია.

არიან ადამიანები, რომლებიც არიან თაღლითები, მაგრამ თაღლითებსაც გააჩნიათ რეალობის განცდა. ახლა კიდევ ერთხელ რაღაც „ტრიუკი“ უკვე კატასტროფას დააყენებს. აქედან გამომდინარე, მაინც იმედი მაქვს, რომ არის კიდევ რაღაც ჩვეულებრივი ყოფითი ლოგიკა, რომელიც ამას არ გააკეთებინებს, მაგრამ მათი ნდობა ძალიან მიჭირს.

როგორ შეიძლება ნორმალური საარჩევნო გარემო იყოს იმ ქვეყანაში, სადაც პერიოდულად პოლიტიკოსებს იჭერენ, მათზე საქმეს აღძრავენ ან მუდმივად არიან შანტაჟის ობიექტი. ამას ჰქვია არანორმალური, ავტორიტარული საარჩევნო გარემო.

ჩვენ რაც ვნახეთ, მიღწეული შეთანხმება იმიტომ არის, რომ ოპოზიციიდან არცერთი მათგანი არ წამოეგო მცდელობებს, მათი ერთობის დაშლის და მათ უნდა ვუთხრათ მადლობა. მიღწეულია ის, რომ ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ ციხე“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა