გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველოს“ სახელით შემიძლია გითხრათ, რომ მიღწეული შეთანხმების შესრულება პოლიტიკურ ბოიკოტს მოხსნის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმების შესრულება „ევროპული საქართველოს“ მხრიდან პარლამენტში პოლიტიკურ ბოიკოტს მოხსნის.

ამასთან, როგორც ბოკერია განმარტავს, მას შეთანხმების შესრულებაში ეჭვი წინასწარ არ შეაქვს.

„მე ჩემი გუნდის, „ევროპული საქართველოს“ სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ამ შეთანხმების შესრულება, რა თქმა უნდა, მოხსნის პოლიტიკურ ბოიკოტს. როცა ეს შესრულდება და ჩვენ ამას დავინახავთ, რომ არსებითად სრულდება, მე იმედი მაქვს რომ ეს მოხდება, არანაირ ეჭვებს წინასწარ არ გამოვთქვამ, მაშინ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბოიკოტი მოიხსნება.

ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ პრაგმატულადაც პარლამენტში შესვლაზე იმიტომ, რომ ჩემი აზრით, „ოცნებიდან“ ჩვენ ოპონენტებზე უკეთ ვიყენებთ ტრიბუნას და თან ქვეყნისთვის ნორმალური ამბავია, რომ პარლამენტში იყოს დისკუსია. ოღონდ ამას სჭირდება ნაბიჯები ამ შეთანხმების შესრულების, რაშიც წინასწარ არანაირად არ შემაქვს ეჭვი. ვნახავთ, მოხდება, არ მოხდება და ამის მიხედვით ეს საკითხიც მოიხსნება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა