არჩილ თალაკვაძე - ვისაც დაავიწყდება ან ექნება განსხვავებული გაგება იმის, რაზე მოხდა შეთანხმება, დოკუმენტს უნდა ჩახედოს

ვისაც დაავიწყდება ან ექნება განსხვავებული გაგება იმისა, თუ რაზე მოხდა შეთანხმება, ამ დოკუმენტს უნდა ჩახედოს. მასში ცალსახად წერია, რა არის შეთანხმების პირობები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას.

პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ „ახალი საკითხების ძებნა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება განაგრძოს“.

მისივე თქმით, მოსახლეობა არჩევნებზე გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს მომავალზე ორიენტირებულ პარტიას თუ წარსულზე ორიენტირებულს.

„ყველა პირობა, რაზეც შევთანხმდით, წერია ფურცელზე, რომელსაც ხელს აწერს ყველა მონაწილე პოლიტიკური პარტია. შეთანხმების პირობები საჯაროა. ვისაც დაავიწყდა, რას მოაწერა ხელი ან ვისაც განსხვავებული ინტერპრეტაციები აქვს ამაზე, ყველას ვურჩევდი, დაუბრუნდეს ამ შეთანხმების დოკუმენტს. ვისაც დაავიწყდება ან ექნება განსხვავებული გაგება იმისა, თუ რაზე მოხდა შეთანხმება, ამ დოკუმენტს უნდა ჩახედოს. მასში ცალსახად წერია, რა არის შეთანხმების პირობები. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ხვალ - ზეგ ოპოზიცია არ გააგრძელებს ახალი საკითხების ძებნას, მათი ნაწილი არ გააგრძელებს სპეკულაციებს, არ გააგრძელებს იმ დესტრუქციულ პოლიტიკას, რომელსაც აქამდე ახორციელებდნენ, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერანაირი მომავლის განმსაზღვრელი. მომავლისთვის მნიშვნელოვანია ის გეგმები, რაც გვაქვს ჩვენ და ყველა ჯანსაღ მოქალაქეს ამ ქვეყანაში. ჩვენ გვსურს, ეკონომიკური ზრდის გაგრძელება, ჩვენ გვსურს უსაფრთხოების განმტკიცება, ჩვენ გვსურს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, ჩვენ გვსურს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენახვა და მისი განვითარება, ჩვენ გვსურს პროგრესის გაგრძელება. ჩვენი მოქალაქეები არჩევნებზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ხვალინდელ დღეზე ორიენტირებულ პარტიასა და გუშინდელ დღეზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის. არავის მივცემთ საშუალებას, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით რაიმე უპირატესობა მოიპოვოს. ეს შეუძლებელია და გუშინდელმა შეთანხმებამ ეს კიდევ ერთხელ განამტკიცა,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს.

როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ უგულავას გასათავისუფლებლად „პრეზიდენტის ინსტიტუციის მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს“.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებაში საუბარია ასევე, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის საკითხზეც, რომელთა გასათავისუფლებლად სხვა მექანიზმი უნდა ამოქმედდეს, მათ შორის შესაძლოა, ეს იყოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა