ნუკრი ქანთარია - საზოგადოებამ კარგად იცის ამ ე.წ. ოპოზიციური თაიგულის ფასი და მაინცდამაინც ნუ არიან თანამდებობების გადანაწილების პროცესში - იმედგაცრუებამ იცის სტრესი

ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის ამ ე. წ. ოპოზიციური თაიგულის თუ კონის ფასი და მინდა მათ ვუთხრა, რომ მაინცდამაინც ნუ არიან თანამდებობების გადანაწილების პროცესში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, წინასწარი მოლოდინები არ შეიქმნან, რადგან იმედგაცრუება სტრესს იწვევს.

„შეთანხმება ცუდი არასდროს არ არის. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს პოლიტიკური „ჰაიჰუი“, პოლიტიკური გნიასი, რომელსაც ასე გულმოდგინედ ეწეოდნენ, გაჩერდება. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის ამ ე. წ. ოპოზიციური თაიგულის თუ კონის ფასი და მინდა მათ ვუთხრა, რომ მაინც და მაინც ნუ არიან თანამდებობების გადანაწილების პროცესში. გუშინ ასეც შევხედე. ხალხმა მათი ფასი კარგად იცის და მერე ამ იმედგაცრუებამ იცის დეპრესია, სტრესი, აგრესიაც და საკმაოდ ცუდი სიმპტომები. მე მგონი რეალურად იქნება დანახული ეს შეთანხმება დ არა ისე, რომ გარკვეული ილუზიები მოახვიონ ჩვენს საზოგადოებას თავს,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა