საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ სტუ-დან აცნობეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ყველა სასწავლო კორპუსის აუდიტორიებსა და დერეფნებში, ასევე, ადმინისტრაციულ კორპუსში სადიზენფექციო სამუშაოების ჩატარება უზრუნველყო. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა მთლიანად დამუშავდა. ანალოგიური წესით, სასწავლო პროცესის განახლებამდე, სადიზინფექციო სამუშაოების მეორე ეტაპიც ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების რეკომენდაციათა გათვალისწინებით, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურისა და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 16 მარტამდეა შეჩერებული.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს