მამუკა მდინარაძე - იმისათვის, რომ გიგი უგულავა მოატყუონ, მთელ საზოგადოებას ატყუებენ - არაფერში ჩარევას არ ვაპირებთ, პროკურატურა თავის საქმეს მიხედავს, პრეზიდენტი თავისას, მართლმსაჯულება თავისას

როგორც ჩანს, მათ გიგი უგულავას წინაშე გარკვეული ვალდებულებები აქვთ და იმისათვის, რომ გიგი უგულავა მოატყუონ, მთელ საზოგადოებას ატყუებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, შეთანხმებაში ყველაფერი „შავით თეთრზე წერია, ხოლო ყველაფერი დანარჩენი იმის იქით, სპეკულაციაა“.

„ერთმანეთთან დალაგდნენ, ერთმანეთში გაერკვენ და საზოგადოების მოტყუებას თავი დაანებონ. ისინი, როგორც ჩანს, მხარდამჭერების წინაშე თავს იმართლებენ და არ ყოფნით ძალა თქვან, რომ შეთანხმება შედგა.

თუ რამე ვალდებულებები გააჩნიათ თავისი თანაგუნდელის წინაშე და რამეს პირდებოდნენ, რომ შეთანხმებაში მის გარეშე არაფერი იქნებოდა მიღწეული, ეს ერთმანეთში გაარკვიონ.

დოკუმენტებში აისახა იმის გარანტია, რომ პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერიონ მართლმსაჯულებაში. ისინი ამბობენ პირიქით. მართლა რომ ვინმე გაგიჟებულიყო და არავინ გაგიჟებულა დამერწმუნეთ, მათ არ უნდა გაემეორებინათ ეს. სახელმწიფოში ილაპარაკო იმაზე, პოლიტიკოსები შეპირდნენ, რომ მართლმსაჯულებას ასე გადააწყვეტინებენ, იმდენად არასერიოზულია, რომ ამას არც დიპლომატები გაიმეორებენ, რადგან ტყუილია და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ეწინააღმდეგება.

არაფერში ჩარევას არ ვაპირებთ. პროკურატურა თავის საქმეს მიხედავს, პრეზიდენტი თავისას, მართლმსაჯულება თავისას, ჩვენ ჩვენსას და შეთანხმების აღსრულებაზე ვიზრუნებთ, რაც შედგა და რის გამოც, როგორც ჩანს, ოპოზიციას თავის ამომრჩეველთან და უგულავასთან უხერხულობა შეექმნა", - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს