მამუკა მდინარაძე - არც კი ვუშვებ, რომ კოალიციის შექმნის საჭიროება დადგეს

არც კი ვუშვებ, რომ კოალიციის შექმნის საჭიროება დადგეს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა დასჭირდეს.

მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50%-ს გადასცდება.

„არც კი ვუშვებ, რომ კოალიციის შექმნის საჭიროება დადგეს იმიტომ, რომ ამ მოდელში არის შესაძლებლობა, რომ 41%-იანი მხარდაჭერიდან დაწყებული, თუ შესაბამის სამაჟორიტარო ოლქებშიც გაიმარჯვებს პარტია, ამ შემთხვევაში მას კოალიციის შექმნის საჭიროება ნამდვილად არ აქვს. აქედან გამომდინარე, არათუ 40%-ს, არამედ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში 50%-საც გადავცდებით. ამიტომ კოალიციაზე საუბარი საერთოდ არ იქნება რელევანტური. დამიჯერეთ, „ქართული ოცნების“ გამარჯვება იმდენად მყარი იქნება, რომ ის დააკომპლექტებს არა მყიფე უმრავლესობას, არამედ - მყარს და მასში იქნება იმდენი დეპუტატი, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო