თავდაცვის მინისტრმა „დელტას“ ხელმძღვანელად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ თანამშრომლებს ზურაბ აზარაშვილი პირადად წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას „დელტას“ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ახალი მენეჯმენტისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა იქნება.

„ჩვენი მთავარი მიზანია „დელტაში“ მომუშავე თითოეული თანამშრომელი იყოს კმაყოფილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათი პოტენციალის სწორად გამოყენებას ქვეყნის გასაძლიერებლად“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ თანამშრომლებთან შეხვედრისას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „დელტას“ ახალ დირექტორს, ზურაბ აზარაშვილს კომერციულ სტრუქტურებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე