უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით დღეს, უზენაეს სასამართლოში კონსულტაცია გაიმართება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა განაცხადა.

აღნიშნულ საკითხზე მოსამართლეებთან კონსულტაციები 15:00 საათზე გაიმართება. 16:00 საათზე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა ჩაინიშნება, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად გვენეტაძემ ჯანმრთლეობის მდგომარეობა და გერმანიაში მკურნალობის გაგრძელება დაასახელა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა