თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ფილტვების ანთება კიდევ სამ პაციენტს აღენიშნება

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეს 21 პაციენტის ანალიზების პასუხი მიიღეს, რომელთა შედეგებიც უარყოფითია. მისივე თქმით, ამ დროისთვის, ლაბორატორიიდან კიდევ 8-9 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმე რჩება და კიდევ 3 პაციენტს აღენიშნება ორმხრივი ფილტვების ანთება, თუმცა, მისივე თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენთან ამ მომენტში იმყოფება 42 პაციენტი, 21 პაციენტის გამოსაკვლევი მასალა იყო გაგზავნილი ლუგარში. მოვიდა ყველაზე უარყოფითი პასუხი და ჩვენთან არც ერთი ინფიცირებული არ დამატებულა. დაახლოებით 8-9 პაციენტის ანალიზები აღებულია და იქნება გვიან ღამით ან ხვალ დილით.

რაც შეეხება ინფიცირებულთა მთლიან რაოდენობას არ დამატებია, სულ არის 14 ინფიცირებული პაციენტი ჩვენთან და კიდევ ერთი არის საჩხერეში. საჩხერეში მყოფი პაციენტის მდგომარეობა კარგია, არავითარი ჩივილი არ აქვს, ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაცია. ერთი პაციენტი, რომელიც შედარებით მძიმედაა, ის რჩება ამ მდგომარეობაში და მას უტარდება სერიოზული მკურნალობა, თუმცა ჯერჯერობით ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები დარღვეული არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კიდევ 3 პაციენტს აღენიშნება, ორმხრივი ფილტვების ანთება, მათგან ერთის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ორი პიროვნება ვისაც ფილტვების ანთების მოვლენები აღენიშნებათ, მათ აქვთ საშუალო ტიპის მდგომარეობა, რომელიც არ არის დაკავშირებული რაიმე საფრთხესთან და სრულიად კონტროლირებადია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო: თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით ფილტვების ანთება კორონავირუსით ინფიცირებულ კიდევ სამ პაციენტს აღენიშნება

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს