დონალდ ტრამპი - გასულ წელს ჩვეულებრივი გრიპით 37 000 ამერიკელი დაიღუპა, ცხოვრება და ეკონომიკა გრძელდება, იფიქრეთ ამაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გასულ წელს ჩვეულებრივი გრიპით ამერიკაში 37 000 ადამიანი დაიღუპა, ყოველ წელს კი ეს რიცხვი 27 000-დან 70 000-მდე მერყეობს, მიუხედავად ამისა, კი ცხოვრება გრძელდება.

„გასულ წელს ჩვეულებრივი გრიპით 37 000 ამერიკელი დაიღუპა. ყოველ წელს ეს რიცხვი 27 000-დან 70 000-მდე მერყეობს. არაფერი დახურულა, ცხოვრება და ეკონომიკა გრძელდება. ამ დროისთვის კორონავირუსის 546 შემთხვევაა დადასტურებული, 22 გარდაცვლილით. იფიქრეთ ამაზე!“ , - დაწერა პრეზიდენტმა "ტვიტერზე".

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი აშშ-ის 34 შტატსა და კოლუმბიის ოლქშია გავრცელებული.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა