დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მეთ ჰენკოკის ინფორმაციით, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 273-დან 319-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი 70 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

პარალელურად, ბრიტანეთში ხელისუფლებამ ოფიციალურად მოუწოდა მოსახლეობას, რომ ჩრდილო იტალიის რეგიონებიდან ქვეყანაში დაბრუნებულმა ყველა ადამიანმა 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციას უნდა მიმართოს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ავადმყოფობის ნიშნები.

„თუკი თქვენ დაბრუნდით ან მალე ბრუნდებით კარანტინში მყოფი რომელიმე რეგიონიდან, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა იყოთ, მიუხედავად სიმპტომებისა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს