არჩილ თალაკვაძე - იყვნენ ადამიანები, ვისაც პოპ-კორნი ჰქონდა მომარაგებული და ელოდნენ, რომ საქართველო ამ მოლაპარაკებებს ცუდად დაამთავრებდა

იყვნენ ადამიანები, ვისაც პოპ-კორნი ჰქონდა მომარაგებული და ელოდნენ, რომ საქართველო ცუდად დაამთავრებდა ამ მოლაპარაკებებს, მინიმუმ ორი ვიცი ასეთი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, ერთი არის რუსეთის ფედერაცია, ხოლო მეორე - დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, ოპოზიციის ნაწილი.

„იყვნენ ადამიანები, ვისაც პოპკორნი ჰქონდა მომარაგებული და ელოდნენ, რომ საქართველო ცუდად დაამთავრებდა ამ მოლაპარაკებებს, მინიმუმ ორი ვიცი ასეთი. ერთი, ვინც ამ ყველაფერს ელოდებოდა ნეგატიური შედეგით იყო რუსეთის ფედერაცია და მასთან დაკავშირებული ძალები, ვინც საქართველოს დემოკრატიაში ყოველთვის ცდილობდნენ ჩარევას და დღეს განსაკუთრებით, როდესაც საქართველო აღწევს მეტს, სამწუხაროდ, ჩვენ ვიღებთ მეტ ნეგატიურ ყურადღებას აქედან. მეორე ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, ეს არის ოპოზიცის ნაწილი, რომელიც რადიკალიზმით და დესტრუქციულობით გამოირჩეოდა და დაიწყეს ადუღების მცდელობიდან და დაიწყეს იმით, რომ ძალადობრივ შეტევას ცდილობდნენ საქართველოს პარლამენტზე, საკონსტიტუციო ორგანოზე. აი ეს ხალხი იყო, ვისაც ჰქონდა პოპკორნი მომარაგებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო