იტალიაში კორონავირუსით კიდევ 97 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 463-ს შეადგენს

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 97 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, იტალიაში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 463 მიაღწია.

იტალიაში კორონავირუსის 1797 ახალი დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება. საერთო ჯამში კი ინფიცირებულთა რიცხვი 9172-ს აღწევს.

იტალია მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა, ინფიცირებულთა და ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორნავირუსით ინფიცირებულია 113 754 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62 832 პაციენტი. ვირუსს ემსხვერპლა 3 990 ადამიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა