არჩილ თალაკვაძე გიგი უგულავაზე - დაპატიმრებული ადამიანი უფრო ღირსეულ განცხადებას აკეთებს, ვიდრე გარეთ მყოფი მისი მეგობრები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა უფრო ღირსეულ განცხადებებს აკეთებს, ვიდრე გარეთ მყოფი მისი მეგობრები. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციონერები, რომლებიც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ შეთანხმების საგანი კონკრეტული ადამიანების გათავისუფლება იყო, იტყუებიან.

„დაპატიმრებული ადამიანი უფრო ღირსეულ, პოლიტიკურად უფრო სწორ განცხადებას აკეთებს, ვიდრე მისი გარეთ მყოფი მეგობრები, რომლებიც გამოვიდნენ და საზოგადოებას ატყუებენ, აი, აგერ, თვალწინ და ეუბნებიან, რომ შეთანხმების საგანი იყო ამა თუ იმ ადამიანის გათავისუფლება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა