არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრაქტიკულად გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კოალიციის შექმნას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 40%-ზე გაცილებით მაღალ შედეგს აჩვენებს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ის პრაქტიკულად გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კოალიციის შექმნას.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღებთ მყარ უმრავლესობას. 40%-ით პარტიას შეუძლია და აქვს შანსი, რომ დააკომპლექტოს უმრავლესობა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ 40%-ზე გაცილებით მაღალი შედეგი გვექნება. ამ წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა წინა ხელისუფლებაზე უკეთ უზრუნველყო მშვიდობა და უსაფრთხოება ქვეყნისთვის, ყველაზე უკეთ უზრუნველყო ადამიანის უფლებების დაცვა, თუმცა გამოწვევები რჩება და ჩვენ რეფორმები უნდა გავაგრძელოთ. „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო თავისუფალი გარემო ბიზნესისთვის, უზრუნველყო ბევრად უფრო ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ვიდრე წინა ხელისუფლებებმა, გაატარა უფრო შედეგიანი საგარეო პოლიტიკა, როდესაც მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი და სავაჭრო ხელშეკრულება, სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონე შეერთებულ შტატებთან, ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესისგან და ინტეგრაცია მსოფლიო ბაზარში სხვადასხვა მიმართულებით. „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ორჯერ და კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურის შექმნა ქვეყანაში. ხელისუფლებამ უზრუნველყო ეკონომიკური განვითარების ნორმალური ტემპი. დღეს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს და მომავალში, მზად ვართ, პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მან ასევე ისაუბრა გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნომერ პირველ პრობლემად ოკუპაცია რჩება.

„ნომერ პირველი პრობლემა რჩება ოკუპაცია, თუმცა ოკუპაცია არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენზე დამოკიდებულია დეოკუპაცია და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. რჩება უმუშევრობის პრობლემა, ჩვენ გვჭირდება ბევრი სამუშაო ადგილი და სხვა გამოწვევებიც არის, თუმცა ქვეყანამ შეინარჩუნა სტაბილურობა, უსაფრთხოება და მაკროეკონომიკური განვითარების ტემპები“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს