იენს სტოლტენბერგი - ნატო გააგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას სხვადასხვა საშუალებებით სირიაში არსებული ვითარების ფონზე. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„თურქეთი ალიანსის წევრია, რომელსაც ყველაზე ძლიერად შეეხო სირიაში ძალადობა. ალიანსის არც ერთი სხვა წევრი არ დაზარალებულა ტერორისტული თავდასხმების შედეგად და არც ერთი მათგანს არ განუთავსებია დევნილების დიდი ნაწილი თავის ტერიტორიაზე. ნატო გააგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას მთელი რიგი ზომებით. ეს მოიცავს დამცავ სარაკეტო სისტემებს, რომელიც თურქეთს დაეხმარება სირიიდან მომავალი საფრთხისგან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა ნატო-ს, სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დამატებითი დახმარების თხოვნით მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო