იტალია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინს აწესებს

იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდება , - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყანა კორონავირუსის გამო საკარანტინო ზომებს ამკაცრებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ თავშეყრას კრძალავს.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა აღნიშნული სამუშაოს ან გადაუდებელ საჭიროებას უკავშირდება. მისივე განცხადებით, ზომები საზოგადოების დასაცავად იქნა შემოღებული.

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 97 ადამიანით გაიზარდა და ქვეყანაში ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 463-ს შეადგენს.

იტალია მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა, ინფიცირებულთა და ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო: იტალია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინს აწესებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა