აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს

აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. პროცესი აშშ-სა და "თალიბანს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის თანახმადაც, შეერთებულმა შტატებმა 135 დღის განმავლობაში ავღანეთიდან 8 600 ჯარისკაცი უნდა გაიყვანოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თალიბები ხელშკრულების პირობებს შეასრულებენ, ქვეყანას აშშ-სა და ნატოს მოკავშირეების ყველა სამხედრო 14 თვის განმავლობაში დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ და "თალიბანმა" სამშვიდობო შეთანხმება მიმდინარე წლის 29 თებერვალს გააფორმეს. ხელშეკრულების თანახმად, თალიბებმა თავდასხმები აღარ უნდა მოაწყონ და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე "ალ-ქაიდასა" და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს მოქმედების ნება არ უნდა დართონ. შეთანხმებაში ავღანეთის მთავრობას მონაწილეობა არ მიუღია.

იხილეთ ვიდეო: აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს