კორონავირუსის პრევენციისათვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ჩაერთო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „კომისია, რომელიც პრემიერის განკარგულებით შეიქმნა, ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს აერთიანებს, რათა კოორდინირებულად განხორციელდეს კორონავირუსის თავიდან აცილება. საქართველოს პრეზიდენტი ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან ფლობდა ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო