მარინა ეზუგბაია მოქალაქეებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოდიან, მიმართავს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციას მიმართონ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოდიან მოგზაურობიდან ან საქმიანი ვიზიტიდან, განსაკუთრებით, მაღალი რისკის ქვეყნებიდან (იტალია, ირანი, ჩინეთი და სამხრეთ კორეა) სთხოვს გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და 14 დღის განმავლობაში ბინაში თვითიზოლაციას მიმართონ.

როგორც მან ჟურნალისტებს გაუცხადა, ამ ეტაპზე ეს არის მათი მხრიდან ყველაზე სწორი საქციელი.

„თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს აქვს მცირე კონტაქტები სხვა პირებთან. თუ რომელიმესთან მოხდება თვითიზოლაციის პირობებში სიმპტომების გამოხატვა, ასეთი პირების გადმოყვანა მოხდება ჩვენთან. ყველაზე მთავარი არის გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, ჩამომსვლელებს ვთხოვ, რომ ორი კვირის განმავლობაში დარჩნენ ბინაზე თვითიზოლაციაში. ამასთან, კარანტინში მყოფ პაციენტებს, რომლებსაც გამოუვლინდებათ რომელიმე საეჭვო ნიშანი, ყველა პაციენტი მოვა ჩვენთან, ჩაუტარდებათ კვლევა. ჩვენ გვაქვს 44 ბოქსირებული საწოლი. ამ 44 საწოლით შეგვიძლია სრულად ვმართოთ ჩვენთან მოსული ნაკადები. დღემდე ხედავთ არ ყოფილა რამე პრობლემა. ჩვენმა ცენტრმა შეძლო დღევანდელ დღემდე პაციენტების მიღება და უკან გაბრუნება თუ ნეგატიურია და თუ არადა, დატოვება და მართვა. ეს არის 24 საათიანი მუშაობის შედეგი. ამისთვის მადლობა უნდა გადაუხადოს ყველამ როგორც ექიმებს, ასევე საშუალო და დაბალი რგოლის პერსონალს. პირადად მე მინდა მადლობა გადავუახადო ჩემი ცენტრის ყველა თანამშრომელს, რომლების თავდაუზოგავად მუშაობენ. ჩვენი ცენტრი არის ქვეყანაში ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც აქვს მძლავრი ლაბორატორიული სამსახური,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

მან განმარტა, რომ ის რაც საქართველოში ხდება, არ არის შიდა გავრცელება და ეს არის პირველი გენერაცია.

„ეს არის პირველი გენერაცია - ასე ჰქვია. შემოტანილი შემთხვევებისგან დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა. შემოსული პაციენტიდან გადავიდა ეს ვირუსი რამდენიმე ადამიანზე. ამას ჰქვია პირველი გენერაცია. იმედი მაქვს, არ იქნება მეორე გენერაცია,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს