მოსამართლის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, სასამართლოს სხდომათა დარბაზებში მოქალაქეთა დასწრებაზე შეზღუდვები დაწესდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი არევაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, სასამართლოს სხდომათა დარბაზებში მოქალაქეთა დასწრებაზე შეზღუდვები დაწესდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი არევაძემ განცხადება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესის დაწყებისას განაცხადა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, იუსტიციის საბჭომაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც საბჭო მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სასამართლო პროცესების დასწრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით ჩვენც ადეკვატური ზომები უნდა მივიღოთ. მოგეხსენებათ, იუსტიციის საბჭომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ სხდომებზე დასწრებისგან. შეზღუდვები დაწესდება დარბაზებში მოქალაქეთა დასწრებაზე", - განაცხადა არევაძემ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღევანდელი პროცესის გახსნას მხოლოდ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

რაც შეეხება ბრალდებულების სასამართლო პროცესს, ის ავთანდილ წერეთლის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. როგორც წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მკურნალობის გაგრძელება გახდა საჭირო.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-700 000- ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ავთანდილ წერეთელს კი, 500 000-ლარიანი გირაო.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დახმარებაში ედება ბრალი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო