„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართეს

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართეს. ისინი ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

მათი ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, ამავე მოთხოვნით მათ ოთხი სხვადასხვა სარჩელი ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს სასამართლოში შეიტანეს, თუმცა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

სიხუაშვილის თქმით, „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორმა ბიძინა ივანიშვილისგან გარანტია მიიღო, რომ არ დააკავებდნენ და სანაცვლოდ ივანიშვილი „ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიას ყიდულობს.

„გვაქვს ინფორმაცია, მაჭავარიანი აცხადებს, რომ გარიგებაშია ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც მფარველობს მას. ივანიშვილი მისი დეიდაშვილის, მამაცაშვილის ხელით აპირებს სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიის შეძენას და იქ სავაჭრო ცენტრის აშენებას“, - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა