„ანას ბაღის" დამცველმა ადგილობრივმა მოსახლეობამ თბილისის მერიასთან აქცია გამართა

თბილისის მერიასთან, „ანას ბაღის" დამცველმა ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით, აქცია გამართა. როგორც ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიდრე "ანას ბაღის" ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა არ შეჩერდება, ისინი აქციებს გამართავენ და სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.

„სასამართლომ აღნიშნული მშენებლობა უკვე შეაჩერა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უკანონო მშენებლობა და მერიას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ინვესტორს გამოუყოს სხვა ადგილას ტერიტორია. ის ტერიტორია, სადაც უკვე მშენებლობა შეჩერებულია, გადასცეს სრულად "ანას ბაღს" და მოეწყოს იქ სკვერი, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, მერიის წინ პერმანენტული აქციები გაგრძელდება, ასევე სამართლებრივი დავა ბოლომდე მივა, რადგან ეს ადამიანები ამ პარკის განადგურებას და მშენებლობას ნამდვილად არ დაუშვებენ. ამ ეტაპზე მერიას აქვს შესაძლებლობა, ვინაიდან სასამართლომ გარკვეული ხარვეზები დაინახა მშენებლობაში, რომ ადგილმონაცვლეობა გააკეთოს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას, ასევე საპროტესტო აქციებს, ვიდრე მოსახლეობის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება",-აცხადებს ადვოკატი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა