მამუკა ხაზარაძე - ჩვენს წინააღმდეგ საქმე არც უნდა დაწყებულიყო და თუ კიდევ უნდათ, რომ შეინარჩუნონ სახე, ეს საქმე სასწრაფოდ უნდა შეწყდეს

მე ჩემ თავზე მიწევს ამ აბსურდის მოსმენა და ამ საქმეში მონაწილეობა. წარმომიდგენია რა დღეში არიან, იყვნენ და იქნებიან მოქალაქეები ეს სისტემა რომ დარჩეს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაზარაძის თქმით, მისი, ავთანდილ წერეთელისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე „დიდი ხნის წინ უნდა შეწყვეტილიყო“.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რასაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ვამბობ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. სამწუხარო რეალობაა, რომ ქართული პროკურატურა არის ჯიბის პროკურატურა ისევე როგორც სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ, ამ ქვეყანას არ ეღირსა სამართალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. მე ჩემ თავზე მიწევს ამ აბსურდის მოსმენა და ამ საქმეში მონაწილეობა, წარმომიდგენია რა დღეში არიან, იყვნენ და იქნებიან მოქალაქეები ეს სისტემა რომ დარჩეს. ამიტომ მას ძირფესვიანად შევცვლით არჩევნების შემდეგ. ეს საქმე უნდა შეწყვეტილიყო დიდი ხნის წინათ, არც უნდა დაწყებულიყო და თუ კიდევ უნდათ რომ შეინარჩუნონ რაღაც სახე ეს საქმე სასწრაფოდ უნდა შეწყდეს,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო