ვლადიმერ პუტინი - ჩვენი ყოფილი მოკავშირეების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ 9 მაისს მოსკოვში ჩამოვლენ

რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნება თუ ანტიჰიტლერის კოალიციის ქვეყნების ლიდერები მოსკოვში, 9 მაისს, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრებიან. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „ტასთან“ ინტერვიუში „20 შეკითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ყოფილი მოკავშირეების ჩამოსვლა, რომლებიც იყვნენ ანტიჰიტლერის კოალიციაში, ეს იქნება როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ მათ ველოდებით და გაგვიხარდება თუ ჩამოვლენ, თუ არა, ეს მათი არჩევანია, მაგრამ მგონია, რომ ეს შეცდომა იქნება“,-აღნიშნა პუტინმა.

ცნობისთვის, 2019 წლის ივლისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავის აღნიშვნის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა