ჩინეთში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

აღმოსავლეთ ჩინეთში, სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში ათობით ადამიანი კორონავირუსის გამო კარანტინში იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ყველა პირი ნანგრევებიდან გამოყვანილი ჯერ კიდევ არ არის.

შეგახსენებთ, შაბათს, საღამოს, ჩინეთის ქალაქ გუანძოუში 5 - სართულიანი სასტუმროს შენობა ჩამოინგრა, რომელშიც დაახლოებით 70 ადამიანი კარანტინში იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს