არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური შეთანხმება 2020 წლის არჩევნების ფორმატის შესახებ მიღწეულია

„საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას. პოლიტიკური შეთანხმება 2020 წლის არჩევნების ფორმატის შესახებ მიღწეულია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.

არჩილ თალაკვაძე შეთანხმების მიღწევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საერთაშორისო პარტნიორებს მადლობას უხდის.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ დეგნანს, ევროკავშირის ელჩ ჰარცელს და აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ კინზინგერს“,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა