ბრალდების მხარე დაკავებული პროკურორის მიმართ პატიმრობას, ადვოკატი კი 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული პროკურორის დავით შაკიაშვილს მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაყენა. ბრალდების მხარემ ისაუბრა დანაშაულის სიმძიმეზე, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და გამოძიებისთვის ხელისშეშლის საფრთხეებზე.

პროკურორმა საკუთარ სიტყვაში განმარტა ბრალდებული პროკურორის მხრიდან სასამართლოსადმი დამოკიდებუელბაზეც. კერძოდ, პროკურორმა გვანცა გვიმრაძემ განაცხადა, რომ დავით შაკიაშვილმა ადვოკატ კახაბერ პაპავას უთხრა, რომ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულიყო და მოსამართლეს თავად განუმარტავდა, რომ მან თავად ნახა თუ როგორ შეემთხვა ადვოკატს ავტოსაგზაო შემთხვევა. დაცვის მხარე დავით შაკიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ამასთან, ადვოკატმა ბრალდებულის მიმართ დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების შუამდგომლობაც დააყენა, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, პროკურორმა დავით შაკიაშვილმა ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით შაკიაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა