გიგა ბოკერია - იმის ილუზია არავის გვქონდა, „ქართული ოცნება“ გამოვიდოდა და იტყოდა, ვაღიარებთ, პოლიტიკური პატიმრები გვყავსო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განმარტებით, სამართლებრივი ინსტიტუტები პოლიტიკური მიზნით არ უნდა იყოს გამოყენებული. როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში Newsroom განაცხადა, მისი ამოცანა ხელისუფლებასთან პინგ-პონგში შესვლა არ არის, თუმცა ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა უნდა შეწყდეს.

„სისტემები ყველა დემოკრატიულია, ოღონდ კონკრეტული კონტექსტი არსებობს და ტრადიცია. ჩვენ ვნახეთ ამ ტრადიციის შედეგები, ამ პირობებში რა ხდება, ყველა ხელისუფლების პირობებში, სხვადასხვა დოზით. ერთი და იგივე რანგში არ გამყავს ეს ხელისუფლება სხვა ხელისუფლებისგან, არც ის, რომლის ნაწილიც მე ვიყავი, ჩვენი მძიმე შეცდომებისა თუ მიქარვების მიუხედავად, ამ შემთხვევაში, შეფასებებს მნიშვნელობა არ აქვს. ყველა დროს ვნახეთ, რომ იმ სისტემამ, რომელიც გვქონდა, არაანგარიშვალდებულება მოიტანა, ეს ცუდი იყო. აღარ გვინდა მეტი, ამაზე ყველა ვთანხმდებით.

პირადად, არც ჩემი და არც ჩვენი გუნდის ამოცანა ამ პინგ-პონგში შესვლა არ არის.

მეორე დოკუმენტი, რომელიც მიღებულია, გნებავთ მემორანდუმი დაარქვით, ჩემი აზრით, მისი შინაარსი ნათელია იმ ფორმით, რა ფორმითაც შეიძლებოდა საერთაშორისო მეგობრების ჩარევით მომხდარიყო ამაზე ხელმოწერა. პირდაპირ წერია, რომ რაც მოხდა და რაც შეიძლება მოხდეს, ისეთი ფაქტები არ უნდა იყოს, ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური ამოცანებისთვის გამოიყენება სამართლებრივი ინსტიტუტები. იმის ილუზია ხომ არავის გვქონდა, „ქართული ოცნება“ გამოვიდოდა და იტყოდა, ვაღიარებთ, პოლიტიკური პატიმრები გვყავსო. შეთანხმება არის იმის თაობაზე, რომ ეს უნდა მოიხსნას და როგორ უნდა მოიხსნას?! ახალი დევნის შეწყვეტითა და პოლიპტპატიმრების გამოშვებით“,- აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე, 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს