დავით ჭიჭინაძე - „ოცნებას“ განაგებს კობახიძე-კალაძის ტანდემი, რომელთა პოლიტიკური ცნობიერება იმდენად დაბალია, რომ ვერ გაითვალისწინეს რამხელა წნეხი წამოვიდოდა დასავლეთიდან

ხალხს ჩემთვის არ დაუვალებია, წადი და შენი დაბინავებისთვის იზრუნეო, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის საკითხზე მმართველ გუნდთან შეხვედრას გამორიცხავს.

ჭიჭინაძის განმარტებით, ამით „ქართულ ოცნებას“ „გაპრავების“ და გამოძრომის საშუალება მისცემს.

„ხალხმა რაც 20 ივნისის შემდეგ მოიპოვა, ეს პროპორციული არჩევნები იყო, „ოცნების“ ხელისუფლებამ კი, ხალხის მიერ მოპოვებული ეს გადაწყვეტილება ისევე დააიგნორა, როგორც ყველა საარჩევნო დაპირება. ამიტომ, არ მიმაჩნია სწორად ხელისუფლებასთან შეხვედრა, რადგან ხალხს ჩემთვის არ დაუვალებია, წადი და შენი დაბინავებისთვის იზრუნეო.

თანაც, რასაც ახლა ვუყურებთ, არის დაუსრულებელი არითმეტიკა - 15 მიუმატე, 20 გამოაკელი- არც ლოგიკაა ამაში და არც არგუმენტები. მით უმეტეს რომ, თუ ხალხი არ გაძლევს ხმას, ხელისუფლებაში ვერანაირი ფორმულით ვერ მოხვალ.

ზოგადად კი, სხვა მოლოდინი არც უნდა ყოფილიყო, რადგან „ოცნებას“ განაგებს კობახიძე-კალაძის ტანდემი, რომელთა პოლიტიკური ცნობიერება იმდენად დაბალია, რომ საერთოდ ვერ გაითვალისწინეს რამხელა წნეხი და ზეწოლა წამოვიდოდა დასავლეთიდან და ისევ თავიანთი იაფფასიანი „ტრიუკებით“ უნდოდათ მოსახლეობის „გადაგდება“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ არც ივანიშვილს ჰქონია არანაირი წარმოდგენა პოლიტიკაზე და ქვეყნის პოლიტიკას სწორედ კობახიძე-კალაძის თვალებით უყურებს.

„რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების იქ მისვლას – როგორც მახსოვს, თავის დროზე, „გირჩს“ და „ქართულ ოცნებას“ ერთნაირი ხედვები ჰქონდათ მარიხუანასთან დაკავშირებით. მე მივიჩნევ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი განაყოფიც საკმაოდ კარგად თანამშრომლობს „ოცნებასთან“, კომფორტულად არიან. როგორც ჩანს, მათ ოპოზიციაში ყოფნა არ მოსწონთ და ალბათ, ხელისუფლების კალთის ქვეშ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. მაგრამ მაინც ვურჩევდი, ჯობს, დაანებონ საარჩევნო მოდელებზე საუბარს თავი და მიხედონ იმ დაპირებებს, რომელსაც არჩევნების დროს იძლეოდნენ. ხალხს ადარდებს მძიმე ეკონომიკური პრობლემები და არა საარჩევნო არითმეტიკა,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა