მამუკა მდინარაძე - შეთანხმების ჩაშლის არანაირ საფრთხეს არ ვხედავ - წარმოუდგენლად მიმაჩნია, ოპოზიცია შეთანხმებიდან გავიდეს მოგონილი და ტყუილი არგუმენტებით

შეთანხმების ჩაშლის არანაირ საფრთხეს არ ვხედავ. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ოპოზიცია შეთანხმებიდან გავიდეს რაღაცა მოგონილი და ტყუილი არგუმენტებით, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ შეთანხმება ჩაიშალოს, თუ კონკრეტული პირები პატიმრობიდან არ გათავისუფლდებიან.

მდინარაძის თქმით, თუ ოპოზიცია შეთანხმებიდან გასვლას მაინც გადაწყვეტს, მათ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ.

"მე პირადად ამ შეთანხმების ჩაშლის არანაირ საფრთხეს არ და ვერ ვხედავ, რაც არ უნდა არ მოსწონდეს ეს ჩვენს ოპონენტებს. ისინი დღეს აპელირებენ, თითქოს შეთანხმება შედგა იმაზე, რომ პოლიტიკოსები ჩაერეოდნენ მართლმსაჯულების კონკრეტულ საკითხებში. არადა, შეთანხმება შედგა საპირისპირო რამეზე, რომ პოლიტიკა და პოლიტიკოსები მართლმსაჯულებაში არ ჩაერევიან. ეს ასე ხდებოდა ადრეც და ეს ასე უნდა მოხდეს მომავალშიც. საზოგადოებას თავიანთი ხელით კიდევ ერთხელ წააკითხონ ის, რაც შავით თეთრზე დაიწერა. ამის იქით შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა. თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ გავიდნენ იმ შეთანხმებიდან, რომელიც ვითომ პირველ დღეს გაუხარდათ და იზეიმეს, ეს მათი პოლიტიკური რისკია. მერე ელაპარაკონ ქართულ საზოგადოებას და უცხოელ პარტნიორებს, რომელთა დიდი ძალისხმევით მოხდა ამ შეთანხმების მიღწევა. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ შეთანხმებიდან გავიდნენ რაღაცა მოგონილი და ტყუილი არგუმენტებით. ამას ისინი ვერ შეძლებენ და თუ შეძლებენ, გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს. თუ მათი მიზანია, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში აიღოს 70-80%, ღმერთმა გაუმარჯოთ, ამ ლეგიტიმაციას ბოროტად არ გამოვიყენებთ,"- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო